რედაქტორის შენიშვნა: ეს არის ინგლისური სტატიის თარგმანი. ჩვენ არ ვწერთ ხშირად ქართულად, მაგრამ ვთვლით, რომ ეს მნიშვნელოვანია ქართველი მკითხველებისთვის.
იოლი საქმე არ არის მიიზიდო უცხოური ინვესტიცია მაშინ, როცა 27 ქვეყანა ხელახლა ხდება მსოფლიო კაპიტალიზმის ნაწილი და ცდილობს თავის დამკვიდრებას. მსგავსად პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა, ამ მიზნის მისაღწევად საქართველომაც ნეოლიბერალური რეფორმები გაატარა. მართალია, გვიან, მაგრამ შესაშური ენთუზიაზმით.
საქარველოს მთავრობები, ერთმანეთის მიყოლებით, სიამაყით აცხადებენ, რომ ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნიან. უფრო მეტიც, ისინი ზოგჯერ მალავენ ბაზარში სახელმწიფოს ისეთ ჩარევასაც კი რაც ნებისმიერი სახელმწიფოს პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რათა მათი იმიჯი არ შეილახოს. დანარჩენ მსოფლიოში, 2008 წლის კრიზისის შოკმა სხვადასხვა ეტატისტს თუ მემარჯვენე ანტილიბერალს ნეოლიბერალიზის წინააღმდეგ ბრძოლისკენ უბიძგა. საქართველოში ისევ ის პოლიტიკა გრძელდება, თითქოს არანაირ კრიზისს ადგილი არ ქონია. ქვეყანა აგრძელებს ისეთი რეფორმების განხორციელებას, რომლებიც რეგიონული და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მოთხოვნებსაც კი სცდება. ასეთი რეფორმების მაგალითებია ბრტყელი საგადასახადო პოლიტიკა და კერძო საპენსიო სისტემა, რომელსაც, ძირითადად, მხოლოდ ადგილობრივი ბიზნეს-ასოციაციების მხარდაჭერა აქვს.
ამერიკული კომპანია „ფრონტერა“ საქართველოში 1997 წლიდან საქმიანობს. 2015 წლამდე ის ნაკლებად იქცევდა საზოგადოების ყურადღებას. მას შემდეგ რაც კომპანიამ დედოფლისწყაროში გაზის დიდი მარაგის აღმოჩენისა და მისი ახალი მეთოდებით მოპოვების შესახებ განაცხადა (საუბარია ჰიდრო-ხლეჩაზე, ე.წ ფრეკინგზე), პოლიტიკოსებისა და სხვადასხვა ბიზნეწრეების ყურადღება მიიპყრო. ამავე განცხადების თანახმად, რაიონში მათი მუშაობით, საქართველო რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობას მიაღწევდა.
იმ დროს, როცა საქართველოს სოფლების უმრავლესობა უმუშევრობისა და უპერსპექტივობის გამო იცლება, ქვეყნის ეს ნაწილი, ბუნებრივი რესურსების გამო, თავს შედარებით დაცულად გრძნობდა.
თუმცა, „ფრონტერას“ 100-მდე დასაქმებულისათვის საქმე სხვაგვარად იყო. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, კომპანიის თანამშრომლებს ხელფასები დგვიანებით, ან საერთოდ არ აუღიათ. როგორც რამდენიმე მათგანმა მითხრა, ზოგიერთის მიმართ კომპანიას 11-14 თვის სახელფასო დავალიანებაა გააჩნია. დასაქმებულები თავიდან ითმენდნენ, რადგან ეგონათ, რომ ეს დროებითი იყო. კომპანიასთან მოლაპარაკებების უშედეგო მცდელობების შემდეგ „ფრონტერას“ მშრომელებმა თბილისში ორი საპროტესტო აქცია გამართეს. სამწუხაროდ მედიის მხრიდან ეს აქციები ჯეროვნად არ გაშუქებულა. ამ აქციებიდან ორი კვირის თავზე „ფრონტერამ“ 84 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. იქამდე სამუშაო ადგილი დაკარგული ჰქონდა ოფისში დასაქმებულ 8 ადამიანს, რომლებმაც უხელფასო შვებულებაზე უარი თქვეს. ხელფასების მიღების ნაცვლად მშრომელები უსამსახუროდ დარჩნენ.
ნავთობისა და გაზის მოპოვება არა მხოლოდ დედოფლისწყაროელ დასაქმებულებს აძლევს სამუშაოს, არამედ, მთლიანად, მათი ოჯახების შემოსავლის ერთადერთი წყაროა. აღმოსავლეთ საქართველოს ამ ნაწილში სხვა სტაბილური სამსახური არ არის. დაბის გარშემო სოფლები გადარჩენისა და განვითარებისთვის მთლიანად ნავთობისა და გაზის მოპოვებაზე არიან დამოკიდებულები. იმ დროს, როცა საქართველოს სოფლების უმრავლესობა უმუშევრობისა და უპერსპექტივობის გამო იცლება, ქვეყნის ეს ნაწილი, ბუნებრივი რესურსების გამო, თავს შედარებით დაცულად გრძნობდა. ეს, ასევე, ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილია, სადაც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებზე მოთხოვნა არსებობს- მაგალითად, ინჟინრებზე, გეოლოგებზე – განსხვავებით დანარჩენი საქართველოსა, სადაც სერვისისა და ტურიზმის სფერო დომინირებს.
მაგრამ საკითხი უფრო ღრმაა, ვიდრე გაუცემელი ხელფასები. როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად საქართველოს მთავრობის ყოყმანისა, რომელიმე კომპანიას პასუხი აგებინოს (რათა, ალბათ, ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგებში მაღლა წაიწიოს), მას მაინც მოუწია, „ფრონტერასთვის“, გრძელვადიანი და ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორისთვის, საერთაშორისო არბიტრაჟში ეჩივლა.
პროცესი, რომელიც ხელშეკრულების ფინანსური ვალდებულებების დარღვევას ეხება, 2017 წელს დაიწყო, მაგრამ ამის შესახებ „ფრონტერაში“ დასაქმებულებმა 2019 წლის 25 დეკემბერს გაიგეს. ამ დღეს მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა, სადაც მშრომელები შესაძლო ხანგრძლივ უმუშევრობაზე წუხდნენ (ეს განსაკუთრებით ეხება ასაკოვან თანამშრომლებს) და საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ დარჩნენ წინასაახალწლოდ ხელფასის გარეშე. ბევრმა ისიც ახსენა, რომ გადაუხდელობის გამო კომუნალური მომსახურება შეუწყდა, ან ბანკის სესხზე ჯარიმები დაერიცხათ.
PrintRadio Free | Radio Free (2020-01-30T23:00:00+00:00) ინვესტორის ძალისხმევამ ქართველი მშროემელების ინტერესები და ამერიკელი კონგრესმენების ვალდებუელებები ერთამენთს დააპირისპირა. Retrieved from https://www.radiofree.org/2020/01/30/%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%a5/
Please log in to upload a file.
There are no updates yet.
Click the Upload button above to add an update.